„რკინის მაიკი“ ბრუნდება
„რკინის მაიკი“ ბრუნდება

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე მაიკ ტაისონი, შესაძლოა, რინგზე დაბრუნდეს. ყოფილმა ჩემპიონმა „ინსტაგრამ ლაივის“ დროს ერთი საჩვენებელი ბრძოლის ჩატარების სურვილი გამოთქვა.

„მე მსურს დარბაზში მივიდე და ისეთ კონდიციას მივაღწიო, რომ ერთი საჩვენებელი ბრძოლის გამართვა შევძლო. მთლიან თანხას ქველმოქმედებაში დავხარჯავ. ამის უდიდესი სურვილი მაქვს და იმედი მაქვს, რომ გამომივა. მსურს უსახლკაროებსა და ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დავეხმარო. მე მათ პრობლემებს კარგად ვიცნობ.

მაიკ ტაისონს სპორტულ კარიერაში სულ 56 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან 50 „რკინის მაიკის“ გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელი ბრძოლა ტაისონმა 2003 წლის თებერვალში ჩაატარა და კლიფორდ ეტიენი ნოკაუტით დაამარცხა.

„ნაპოლეონი, ალექსანდრე, მე ბევრი რამე წავიკითხე მათზე და შევისწავლე მათი ცხოვრება. მე ვიცი ბრძოლის ხელოვნება. მთელი ცხოვრება ამას ვსწავლობდი. სწორედ ამიტომ ვარ ბევრისთვის ასეთი საშიში. სწორედ ამიტომ ეშინოდათ ჩემი რინგზე. მე ამისთვის ვარ გაჩენილი. როდესაც სპორტული კარიერა დავასრულე, მივხდი, რომ რაღაც დიდი დასრულდა. ახლა მე არაფერი ვარ. ამჟამად ვსწავლობ თუ როგორ უნდა ვიყო მშვიდად. ძალიან მენატრება რინგი და ჩემი საქმე.“