რივერ პლეიტის სტადიონი დახურეს - ლიბერტადორესის თასის ფინალი, შესაძლოა კვირას არ გაიმართოს
რივერ პლეიტის სტადიონი დახურეს - ლიბერტადორესის თასის ფინალი, შესაძლოა კვირას არ გაიმართოს

ბუენოს აირესის მთავრობამ „რივერ პლეიტის“ საშინაო სტადიონი დაკეტა,- წერს The Independent არგენტინულ პრესაზე დაყრდნობით. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩი „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის კვირას არ გაიმართება. მანამდე ეს შეხვედრა არეულობების გამო, შაბათიდან კვირას გადაიტანეს.

არსებული მონაცემებით, მთავრობამ სტადიონის დაკეტვის გადაწყვეტილება შაბათს მომხდარი ინციდენტების გამო მიიღო. ბუენოს აირესის პოლიციამ უარი თქვა თამაშის წინ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გამოცემა Ole იტყობინება, რომ ასეთ პირობებში მატჩი, შესაძლოა, კვირას არ ჩატარდეს. ამასთან, მითითებულია, რომ „რივერ პლეიტი“ ამ გადაწყვეტილების გაუქმებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ მატჩს არ დაესწრებიან სტუმარი გუნდის გულშემატკივრები, როგორც ეს პირველი მატჩის დროს იყო, რომელიც „ბოკა ხუნიორსის“ მოედანზე 2:2 დასრულდა.