„რივერ პლეიტის“ მატჩებს მსოფლიოში საშუალოდ ყველაზე მეტი მაყურებელი ესწრება #1TVSPORT
გასულ სეზონში არგენტინული „რივერ პლეიტის“ მატჩებს ყველაზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა.
კლუბი ბუენოს აირესიდან საშინაო მატჩებში საშუალოდ 84 782 მაყურებელს აგროვებდა. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ სათვალავში იღებდნენ მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს.
10 ყველაზე დასწრებადი გუნდი მსოფლიოში:
1. რივერ პლეიტი – 84 782 მაყურებელი; 2. დორტმუნდი – 81 365; 3. ბაიერნი – 75 000; 4. მანჩესტერ იუნაიტედი – 73 815; 5. რეალი – 72 692; 6. მილანი – 71 512; 7. ინტერი – 70 129; 8. მარსელი – 63 683; 9. რომა – 62 435; 10. ვესტ ჰემი – 62 407.