„რივერ პლეიტის“ 20 ფეხბურთელს დადებითი კოვიდტესტი აღმოაჩნდა - კარში ტრავმირებული ნახევარმცველი ჩადგება #1TVSPORT
„რივერ პლეიტის“ 20 ფეხბურთელს დადებითი კოვიდტესტი აღმოაჩნდა - კარში ტრავმირებული ნახევარმცველი ჩადგება #1TVSPORT

ლიბერტადორესის თასის გათამაშებაში არგენტინული „რივერ პლეიტი“ კოლუმბიურ „სანტა ფეს“ დაუპირისპირდება. კოლუმბიელებს კორონავირუსის გამო ხუთი ფეხბურთელი დააკლდებათ, „რივერ პლეიტში“ კი დადებითი კოვიდტესტი 20 მოთამაშეს აღმოაჩნდა.

კონმებოლი კი თამაშის გადადებას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „რივერის“ მწვრთნელს 11 ფეხბურთელის შესაკრებად მოთამაშეების ძიება სარეზერვო გუნდში მოუწევს. რადგან სამივე მეკარე კოვიდდადებითია, მწვრთნელს სხვა გზა არ რჩება – კარში ნახევარმცველი ენცო პერესი ჩადგება, რომელიც სხვა შემთხვევაში მატჩს აუცილებლად გამოტოვებდა, რადგან ტრავმა აწუხებს.

„რივერ პლეიტისა“ და „სანტა ფეს“ დაპირისპირება 20 მაისს არგენტინაში გაიმართება.

დატოვე კომენტარი