„რივერ პლეიტის“ 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT
„რივერ პლეიტის“ 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT

არგენტინის თასის 1/4 ფინალში ერთმანეთს „რივერ პლეიტი“ და „ბოკა ხუნიორსი“ უნდა დაუპირისპირდნენ.

„რივერ პლეიიტის“ ფეხბურთელებს მატჩამდე ტესტი ჩაუტარდათ და 15 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული ფეხბურთელები კარანტინში გადაიყვანეს. ინფორმაციას არგენტინული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ბოკა ხუნიორსმა“ 1/4 ფინალში „რივერ პლეიტს“ დღეს, 16 მაისს უნდა უმასპინძლოს. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, შეხვედრის გადატანის შესახებ ცნობა არ ვრცელდება და დიდი ალბათობით, მატჩი დაგეგმილ დროს ჩატარდება.