რივალდომ „ბარსელონას“ ნეიმარის დაბრუნება ურჩია
რივალდომ „ბარსელონას“ ნეიმარის დაბრუნება ურჩია

„ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავი, ბრაზილიელი რივალდო მიიჩნევს, რომ კატალონიელებმა „პარი სენ- ჟერმენიდან“ ნეიმარი აუცილებლად უნდა დაიბრუნონ.

„ბარსელონა“ უნდა გადაერთოს ნეიმართან მოლაპარაკებებზე, რათა ბრაზილიელი თავის ყოფილ კლუბში დაბრუნდეს, – ციტირებს რივალდოს Clarin. – „ინტერი“ მარტინესის სანაცვლოდ, სავარაუდოდ ბევრ ფულს მოითხოვს.მე ვფიქრობ, რომ ნეიმარის გადმოყვანით „ბარსელონა“ ძველ დიდებას დაიბრუნებს. ეს ტრანსფერი კლუბს საშუალებას მისცემს ბევრად სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენოს და ამასთანავე, მესის მეტი დასვენების საშუალება მიეცემა“.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი კატალონიური გრანდიდან „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წელს სარეკორდო თანხად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა.