რივალდო - ნეიმარი „ბარსელონაში“ უნდა დაბრუნდეს
რივალდო - ნეიმარი „ბარსელონაში“ უნდა დაბრუნდეს

„ბარსელონას“ ყოფილი თავდამსხმელი რივალდო მიიჩნევს, რომ კატალონიურმა კლუბმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მომდევნო ზაფხულს ნეიმარი გუნდში გადმოიყვანოს.

„ბარსელონამ“ უნდა მოძებნოს ფეხბურთელი, რომელიც თამაშს წარმართავს, თუ მესი მოედანზე არ ეყოლება, ან ამ უკანასკნელს ცუდი დღე ექნება, როგორც მაგალითად „სან მამესზე“ (ბილბაოს „ატლეტიკოს“ სტადიონი).

კლუბს სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მესის მხარში ამოუდგება ან საერთოდ შეცვლის, თუ ამის საჭიროება დადგება. ჩემი აზრით ასეთი ფეხბურთელი სწორედ ნეიმარია, – ციტირებს რივალდოს Betfair . – „ბარსამ“ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და უკვე მომავალ ზაფხულს ნეიმარი გუნდში დააბრუნოს, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ კარიერის საუკეთესო წლები „კამპ ნოუზე“ გაატაროს“.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნეიმარმა კატალონიური კლუბი 2017 წლის აგვისტოში დატოვა. ბრაზილიელი ვარსკვლავის შეძენა პარიზელებს რეკორდული თანხა – 222 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.