რივალდო მიიჩნევს, რომ „ბარსელონამ“ გრიზმანი არ უნდა გაასხვისოს
რივალდო მიიჩნევს, რომ „ბარსელონამ“ გრიზმანი არ უნდა გაასხვისოს

„ბარსელონას“ ყოფილმა თავდმასხმელმა რივალდომ კატალონიელების ფრანგი ფორვარდის, ანტუან გრიზმანის შესახებ ისაუბრა.

ბრაზილიელს მიაჩნია, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა არ უნდა აჩქარდეს, გრიზმანი არ გაასხვისოს და ფრანგ თავდამსხმელს მეტი დროს მისცეს.

„ბარსელონას“ გულშემატკივრები ანტუან გრიზმანისგან ბევრს მოელოდნენ, – ციტირებს რივალდოს სიტყვებს Betfair. – მგონია, რომ ჯერ არ დამდგარა დრო, როცა გრიზმანის გასხვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ.

გრიზმანს ისევ შეუძლია მოედანზე სიტუაცია შეცვალოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მესი არ თამაშობს. ჩვენ უნდა დავიცადოთ და დავაკვირდეთ, შეძლებს თუ არა გრიზმანი „ბარსას“ სისტემაში ადაპტირებას.

მიმაჩნია, რომ გრიზმანს აქვს დიდი პოტენციალი, კლუბში წარმატებას მიაღწიოს“.