რივალდო - „ბარსელონა“ მესის ვერ შეინარჩუნებს
რივალდო - „ბარსელონა“ მესის ვერ შეინარჩუნებს

კატალონიური კლუბისა და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა „ბარსელონას“ არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესიზე ისაუბრა.

რივალდოს მიაჩნია, რომ მესი „ბარსელონას“ მალე დატოვებს, რადგან მის შესანარჩუნებლად კატალონიელებს რესურსი არ ეყოფათ.

„მესი სხვა კლუბებისგან უკეთეს შემოთავაზებებს მიიღებს და თავადვე კარგად იცის, რომ „ბარსელონას“ რესურსი არ ეყოფა, ის გუნდში დატოვოს. სხვები უფრო მეტ თანხას შესთავაზებენ“, – ციტირებს რივალდოს სიტყვებს „მარკა“, – „თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ „ბარსელონაში“ ხელფასების შემცირებას გეგმავენ და მესი კლუბის დატოვებას ისედაც ფიქრობს, საკმაოდ რთული სიტუაცია იხატება.

ერთადერთი გამოსავალი რჩება, რომ კუმანმა ახალ სეზონზე ან ესპანეთის ჩემპიონატი მოიგოს, ან ჩემპიონთა ლიგა. ასეთ შემთხვევაში, მესი ალბათ დაფიქრდება“, – განაცხადა რივალდომ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში პრესა ხშირად განიხილავს არგენტინელი სუპერვარსკვლავის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შესაძლებლობას.