რიუდიგერის შემდეგ „რეალმა“ დავიდ ალაბა დაკარგა #1TVSPORT
რიუდიგერის შემდეგ „რეალმა“ დავიდ ალაბა დაკარგა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მცველმა დავიდ ალაბამ ისევ ტრავმა მიიღო. ესპანური გრანდის პრესსამსახური იტყობინება, რომ ავსტრიელ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული.

ჟურნალისტ ხოსე ლუის სანჩესის ინფორმაციით, ალაბა დაახლოებით 2-3 კვირას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო 2023 წლის დეკემბრის შემდეგ არ თამაშობდა და 2025 წლის იანვარში დაუბრუნდა მოედანს. აღდგენის შემდეგ მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 70 წუთი ითამაშა.

„მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩების წინ „რეალს“ დაცვის რგოლში სერიოზული პრობლემები აქვს. ალაბას ტრავმამდე რამდენიმე დღით ადრე დაშავდა ანტონიო რიუდიგერი და ის მადრიდულ კლუბს დაახლოებით 20 დღე ვერ დაეხმარება.