რისტოვსკი ტრავმირებულია - ჩრდილოეთ მაკედონას ბარდი უკაპიტნებს #1TVSPORT
რისტოვსკი ტრავმირებულია - ჩრდილოეთ მაკედონას ბარდი უკაპიტნებს #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანი, ზაგრების „დინამოს“ მცველი სტეფან რისტოვსკი ტრავმირებულია და, დიდი ალბათობით, გუნდს ერთა ლიგის C4 ჯგუფის მატჩებში (მათ შორის, საქართველოს ნაკრებთან) გუნდს „ლევანტეს“ ნახევარმცველი ენის ბარდი უკაპიტნებს. ამის შესახებ ბალკანელთა მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ შეკრების დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ სტეფან რისტოვსკის იმედი არ შეიძლება გვქონდეს, ჩვენი გუნდის კაპიტანი მომავალ მატჩებში ენის ბარდი იქნება“, – თქვა მილევსკიმ.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში შეხვდება ბულგარეთს (2 ივნისი), გიბრალტარს (5 ივნისი), საქართველოს (9 ივნისი) და გიბრალტარს (12 ივნისი). ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ივნისში დაგეგმილ მატჩებზე მოსამზადებლად 28 მაისს შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ ტკივილი აწუხებდა.

როგორც გამოცემა Sportmedia ამტკიცებს, რისტოვსკი რამდნეიმე დღე დაისვენებს და უახლოეს დღეებში გამოჩნდება მისი ტრავმის რეალური სიმძიმე და გადაწყდება, შეუძლია თუ არა თამაში. თუმცა, თავად კაპიტანი ამტკიცებს, რომ ყველაფერს აკეთებს, მატჩებისთვის მზად რომ იყოს.