რიშარლისონი - ვან დეიკზე უკეთესი მცველებიც მინახავს
რიშარლისონი - ვან დეიკზე უკეთესი მცველებიც მინახავს

„ევერტონის“ ფორვარდი რიშარლისონი აცხადებს, რომ ვირჯილ ვან დეიკზე უკეთესი მცველებიც უნახავს და რომ ლივერპულელი მსოფლიოს საუკეთესო სამ მცველშიც კი არ შედის.

„ხალხი ბევრს საუბრობს მის შესახებ. ნამდვილად მაღალი დონის მცველია, მაგრამ მე ის რამდენჯერმე მომიტყუებია. გასული სეზონის შედეგებით ის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა, მაგრამ, ჩემი აზრით, მასზე უკეთესი მცველებიც არსებობენ. ვინ? ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, მარკინიოსი“, – მოჰყავს რიშარლისონის სიტყვები „დეილი მეილს“.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ბრაზილიელმა „ევერტონის“ შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩი „ევერტონსა“ და „ლივერპულს“ შორის კვირას, 21 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.