რიშარ გასკე ავსტრალიის ღიას გამოტოვებს

15:30, 25.12.2018

ფრანგი ჩოგბურთელი რიშარ გასკე „დიდი სლემის“ რიგით პირველ ტურნირს, ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს.

როგორც გაზეთი „ლეკიპი“ (L’Equipe) წერს, ფრანგს, რომელიც მსოფლიოს 26-ე ჩოგანია, ოქტომბერში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა. ახლა გასკე კორტზე დაბრუნებას თებერვლის დასაწყისისთვის ფიქრობს, კერძოდ მონპელიეს ტურნირზე.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 14-27 იანვარს გაიმართება.

მსგავსი