რის ჯეიმსი რვა კვირას ვერ ითამაშებს და მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT
რის ჯეიმსი რვა კვირას ვერ ითამაშებს და მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია მცველ რის ჯეიმსის ტრავმის შესახებ.

„მუხლის ტრავმის შემდეგ, რომელიც „მილანთან“ გასვლით მატჩში მიიღო, ჯეიმსს გამოკვლევა ჩაუტარდა „ჩელსის“ სამედიცინო განყოფილებაში.

ყველა მხარეს შორის კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ რის ჯეიმსი გაივლის რეაბილიტაციის პროგრამას და სავარაუდოდ, რვა კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

დიდი ალბათობით, ჯეიმსი ვერ მოასწრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის აღდგენას, რომელიც ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.