რის ჯეიმსი „რეალის“ პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
რის ჯეიმსი „რეალის“ პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT

„ჩელსის“ განაპირა მცველი რის ჯეიმსი მადრიდის „რეალის“ პრიორიტეტული სამიზნე გახდა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში. ამის შესახებ წერს გამოცემა Todofichajes.

ესპანეთის ჩემპიონს სურს, რომ დანიელ კარვახალს ღირსეული კონკურენტი ჰყავდეს. მადრიდელები რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდნენ, მაგრამ არჩევანი 22 წლის ინგლისელზე შეაჩერეს.

ზამთარში წერდნენ იმის შესახებ, რომ „რეალი“ მზად არის ჯეიმსის სანაცვლოდ შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი დათმოს.

2021-22 წლების სეზონში რის ჯეიმსმა „ჩელსიში“ 34 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.