რის ჯეიმსი - არ არსებობს ტიტული, რომლის მოგებასაც „ჩელსი“ ვერ შეძლებს #1TVSPORT
რის ჯეიმსი - არ არსებობს ტიტული, რომლის მოგებასაც „ჩელსი“ ვერ შეძლებს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ მცველს, რის ჯეიმსს მიაჩნია, რომ მის გუნდს ნებისმიერი ტიტულის მოპოვება შეუძლია, რადგან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მსოფლიოს ყველა კლუბზე მეტი თანხა დახარჯა და უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს.

„ვფიქრობ, არ არსებობს ტიტული, რომელსაც „ჩელსი“ ვერ მოიგებს. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი, რომელსაც ჩვენ ვქმნით, განსაკუთრებით კი ახალშეძენილი ფეხბურთელების დახმარებით, პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი შემადგენლობა იქნება“, – განაცხადა რის ჯეიმსმა.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ტრანსფერებზე ლონდონურმა გრანდმა რეკორდული თანხა – 323 მილიონი ევრო დახარჯა.

15 იანვარს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ჩელსი“ „დორტმუნდის“ წინააღმდეგ ითამაშებს.