რიოში ქრისტეს ქანდაკება „ფლამენგოს“ ფერებში გაანათეს
რიოში ქრისტეს ქანდაკება „ფლამენგოს“ ფერებში გაანათეს

2019 წლის ლიბერტადორესის თასის ფინალის წინ, რიო-დე-ჟანეიროში ადგილობრივი კლუბის „ფლამენგოს“ მხარდაჭერა გადაწყვიტეს.

სპეციალური განათების მეშვეობით, რიოსა და ბრაზილიის სიმბოლო – ქრისტეს ქანდაკება „ფლამენგოს“ სათამაშო ფორმით შეიმოსა.

ლიბერტადორესის თასის ფინალი პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართება. „ფლამენგოს“ მეტოქე იქნება ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „რივერ პლეიტი“. არგენტინული კლუბი მეხუთედ ეცდება სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირის მოგებას, „ფლამენგო“ – მეორედ.

ფინალი შაბათს, თბილისის დროით 23 საათსა და 59 წუთზე დაიწყება.