რიო ფერდინანდი - თუ „ინტერთან“ მეორე შეხვედრასა და ფინალში იამალი გადამწყვეტ როლს ითამაშებს, ის „ოქროს ბურთის“ მოგებას დაიმსახურებს #1TVSPORT
რიო ფერდინანდი - თუ „ინტერთან“ მეორე შეხვედრასა და ფინალში იამალი გადამწყვეტ როლს ითამაშებს, ის „ოქროს ბურთის“ მოგებას დაიმსახურებს #1TVSPORT

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც ესპანეთში „ბარსელონასა“ და „ინტერს“ შორის შედგა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მოთამაშემ და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველმა, რიო ფერდინანდმა კომენტარი ლამინ იამალის შესახებ გააკეთა.

„თუ ლამინ იამალი გადამწყვეტ როლს შეასრულებს მილანში და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, მაშინ ის „ოქროს ბურთის“ მოგებას დაიმსახურებს.

ეს კარგი იქნება, რადგან დაამტკიცებს, რომ სტატისტიკა არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ ფეხბურთში. დიახ, სხვა ფეხბურთელებს მეტი გოლი აქვთ გატანილი ამ სეზონში, მაგრამ ამ სპორტში სიტუაციის თვალით აღქმაც მნიშვნელოვანია. იამალი მართლაც მომაჯადოებელია“, – განაცხადა რიო ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ინტერის“ შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. როდესაც „ბარსელონა“ 0:2 ჩამორჩა, 17 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა იტალიელთა კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.