რინერის სენსაციური მარცხი პარიზის დიდ სლემზე - ძიუდო (ვიდეო)
რინერის სენსაციური მარცხი პარიზის დიდ სლემზე - ძიუდო (ვიდეო)

პარიზში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე ძიუდოში მსოფლიოს ათგზის ჩემპიონი, მძიმეწონოსანი ტედი რინერი იაპონელ კოკორო კაგეურასთან დამარცხდა. მოწინააღმდეგემ ფრანგი კონტრშეტევაზე დაიჭირა და მერვედფინალური ბრძოლის დამატებით დროში გამარჯვება იაპონელმა იზეიმა.

ეს მარცხი რინერისთვის უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობას პირველი იყო. იგი ბოლოს 2010 წელს იაპონელ დაიკი კამიკავასთან დამარცხდა.