რიკი სიმონი 5 სექტემბერს ბრაიან კელეჰერს დაუპირისპირდება
რიკი სიმონი 5 სექტემბერს ბრაიან კელეჰერს დაუპირისპირდება
აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში 5 სექტემბრის ქარდს საკმაოდ საინტერესო ბრძოლა დაამატა. მერაბ დვალიშვილის ყოფილი მეტოქე რიკი სიმონი ბრაიან კელეჰერს დაუპირისპირდება. ბრძოლა ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ MMAFIGHTING.com ავრცელებს.
რიკი სიმონმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში პირველი სამი ბრძოლა მოიგო, მათ შორის მერაბ დვალიშვილთან, თუმცა შერეული ორთაბრძოლების მცოდნეები და მოყვარულები ერთხმად თანხმდებიან, რომ დვალიშვილთან გამარჯვება უაღრესად საეჭვო და გაუგებარი იყო. 2020 წელს სიმონმა რეი ბორგი დაამარცხა.
5 სექტემბრის ქარდის მთავარი ბრძოლა ვეტერან ალისტერ ოვერიმსა და აუგუსტო საკაის შორის გაიმართება.
დატოვე კომენტარი