რიკარდო მონტოლივომ კარიერა დაასრულა
რიკარდო მონტოლივომ კარიერა დაასრულა

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელის წასვლა ოდნავ სკანდალური გამოვიდა.

საქმე ისაა, რომ გაზეთ „კორიერე დელო სპორტისთვის“ მიცემულ კომენტარში მონტოლივომ „მილანი“ დაადანაშაულა, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს საშუალება არ მისცა ფანებს დამშვიდობებოდა. ნახევარმცველმა ამ გუნდში შვიდი წელი გაატარა.

„ამ მომენტიდან მე ვამთავრებ თამაშს. გავაგრძელებ ცხოვრებას მილანში ჩემს ოჯახთან ერთად. ჯერჯერობით არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. შეიძლება ასე დაწეროთ – „მილანმა“ მაიძულა კარიერის დასრულება. მე გულშემატკივრებთან გამოთხოვების საშუალებაც კი არ მომცეს“, – განაცხადა მონტოლივომ.

„მილანის“ გარდა, ამ ფეხბურთელს „ატალანტასა“ და „ფიორენტინაში“ უთამაშია.

დატოვე კომენტარი