რიკარდო კოშტამ გორის „დილა“ დატოვა და პორტუგალიური კლუბი ჩაიბარა #1TVSPORT
გორის „დილას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, რადგან რიკარდო კოშტამ პორტუგალიის მეორე ლიგის „ფეირენშე“ ჩაიბარა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„რიკარდო კოშტა „ფეირენშეს“ ახალი მთავარი მწვრთნელია. პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა წევრმა ფეხბურთელობის დროს წარმატებებს მიაღწია ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე, პორტუგალიის ოთხგზის ჩემპიონი და ბუნდესლიგის გამარჯვებულია.
რიკარდო კოშტამ სამწვრთნელო კარიერა 2021/22 წლების სეზონში დაიწყო. თავიდან „ბლანკე სადში“ მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ კი „პორტუში“ დაბრუნდა და 19-წლამდელთა გუნდს ჩაუდგა სათავეში.
44 წლის სპეციალისტი 2024 წელს საქართველოში მიიწვიეს და გორის „დილა“ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი პირველივე წელს მესამე ადგილზე გავიდა, მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ კი „დილა“ მეორე ადგილზეა.
ახლა რიკარდო კოშტა პორტუგალიაში დაბრუნდა და „ფეირენშეს“ წარმატებისთვის იბრძოლებს“, – წერს პორტუგალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.