რიგით მეშვიდე თბილისიმარათონი დასრულდა
რიგით მეშვიდე თბილისიმარათონი დასრულდა

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გამართული თბილისიმარათონი დილის ცხრა საათზე დაიწყო და და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიებაში მონაწილეობა 50-მდე ქვეყნის 2800-მდე წარმომადგენელმა მიიღო. აქედან 500 ბავშვი იყო.
გარბენი როგორც მოკლე ასევე გრძელ დისტანციებზე მოეწყო. მოკლე 10 კილომეტრიან დისტანციაში მამაკაცებს შორის საუკეთესო ლუკა გოგოლიშვილი გახდა, რომელმაც დისტანცია 33 წუთში დაფარა, ქალებს შორის კი (42 წუთი) ნათია მაჭავარიანმა გაიმარჯვა.
გრძელ დისტანციაზე მამაკაცებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ქართველ ოლიმპიელ, დავით ხარაზიშვილს ჰქონდა, ქალებში კი ფინიშის ხაზი პირველმა უკრაინელმა აქსანა აიკოლმა გადაკვეთა, რომელმაც პირველ არხთან კომენტარიც გააკეთა.

აქსანა აიკოლი : ამ ტრასისთვის კარგი შედეგია. ჩემთვის ცოტა რთული იყო, მაგრამ აქ ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა. ბევრი ხალხია და ყველა მხარს მიჭერს. მიხარია რომ თბილისში ვარ. ყველაფერი ძალიან ლამაზია. ტურისტის სტატუსით ჩამოვედი, მაგრამ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაც გადავწყვიტე და გავიმარჯვე.

ევროპის სპორტის კვირეულს საქართველო წელს პირველად შეუერთდა. სხვადასხვა ტიპის სოპრტულ ღონისძიებებში ჩვენი ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტი და 20 000- ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული.