რიგის მერი ფინანსური დარღვევების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს
რიგის მერი ფინანსური დარღვევების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ლატვიის დედაქალაქის მერი, ნილს უშაკოვსი სახელმწიფო ფინანსების არასწორი ხარჯვისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ლატვიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურის მიერ 18 მილიონი ევროს ათვისებაში დარღვევები აღმოჩნდა. ნილს უშაკოვსი პრორუსული „ჰარმონიის პარტიის“ ლიდერი და ევროპარლამენტის არჩევნებში ოპოზიციის მთავარი კანდიდატია.

რიგის ყოფილი მერი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

გასული წლის დეკემბერში, ლატვიის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ახალი ტრამვაების, ტროლეიბუსების და ავტობუსების შესყიდვის საქმეზე შვიდი ადამიანი დააკავა.

ნილს უშაკოვსი რიგის პირველი მერი იყო, რომელსაც რუსული წარმოშობა აქვს.