„რიგის ფეხბურთის სკოლამ“ ოდიშარიას ტრანსფერი ჩაშალა - ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში არ გაუშვეს #1TVSPORT
„რიგის ფეხბურთის სკოლამ“ ოდიშარიას ტრანსფერი ჩაშალა - ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში არ გაუშვეს #1TVSPORT

ხიხონის „სპორტინგში“ ლაშა ოდიშარიას ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან ესპანეთში ლატვიურმა კლუბმა „რიგის ფეხბურთის სკოლამ“ (რფს) არ გაუშვა – ინფორმაციას GEO TEAM-ი ავრცელებს.

„ხიხონის „სპორტინგში“ ლაშა ოდიშარიას ტრანსფერი რფს-მ ბოლო მომენტში ჩაშალა. ოდიშარიას მენეჯერს ესპანურ კლუბთან ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის საკითხი მოგვარებული ჰქონდა, კლუბებს შორის შეთანხმება იყო – ერთწლიანი იჯარა, გამოსყიდვის უფლებით.

კონფერენს ლიგის პლეი ოფში მალტის „ჰამრუნთან“ მარცხის შემდეგ ლატვიური გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება შეცვალა და ლაშა ოდიშარიას ესპანეთში გაშვებაზე უარი თქვა“, – ასეთია GEO TEAM-ის მიერ გავრცელებული ამბავი.

საქართველოს პირველი არხის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ესპანეთში გადასვლის საფასურად ოდიშარია კლუბის სასარგებლოდ დიდ ფინანსურ დათმობებზე მიდიოდა, მაგრამ რფს-ის პრეზიდენტმა მაინც უარი თქვა.

ლაშა ოდიშარია საქართველოს ახალაგზრდული ნაკრების წევრი გახლდათ, რომლის შემადგენლობაშიც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისი ტრანსფერით ევროპული კლუბები ამის შემდეგ დაინტერესდნენ.