რიჩარდ გრენელი - „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ სავსეა ულტრამემარცხენე აქტივისტებით, ეს არის წარსულის გადმონაშთი, ჩვენ არ გვჭირდება მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები
ჩვენ არ გვჭირდება მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები, – ამის შესახებ სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ არის ამერიკელი გადასახადების გადამხდელების მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები.
„ეს არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მედია. ეს მედიასაშუალებები სავსეა ულტრამემარცხენე აქტივისტებით. მე ამ რეპორტიორებთან ათწლულების განმავლობაში მიმუშავია. ეს არის წარსულის გადმონაშთი. ჩვენ არ გვჭირდება მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები“, – წერს გრენელი.