რიბერი 2013 წლის „ოქროს ბურთზე“ - სამუდამოდ დარჩება უსამართლობად, ჯერ ისევ ვეძებ ახსნას #1TVSPORT
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ გაიხსენა 2013 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება.
„ეს იდეალური წელი იყო. უფრო მეტის მიღწევა არ შემეძლო. ეს „ოქროს ბურთი“ სამუდამოდ დარჩება უსამართლობად. ჯერ ისევ ვეძებ ახსნას. ვერასოდეს მივხვდები, რატომ გააგრძელეს ხმის მიცემა კიდევ ორი კვირით.
მესი და რონალდო ყოველთვის იჩენდნენ ჩემს მიმართ პატივისცემას. ორივემ იცოდა, რომ მათ დონეზე ვიყავი. უფრო მოკრძალებულად რომ ვთქვა, 2013 წელს არ მქონდა საბაბი, რომ მათ მიმართ შური მქონოდა“, – განაცხადა „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა.
რიბერი 2013 წლის „ოქროს ბურთის“ ხმის მიცემისას მესამე ადგილზე გავიდა. პირველი იყო კრიშტიანო რონალდო, მეორე – ლიონელ მესი.