რიად მაჰრეზმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
რიად მაჰრეზმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ალჟირის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გადაწყვეტილების შესახებ მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ გამოაცხადა.
ალჟირმა მუნდიალზე 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრა შვეიცარიასთან 0:2 დათმო და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.
„დამშვიდობების დრო დადგა. მინდა, დავადასტურო, რომ ეროვნულ გუნდში ჩემი ბოლო ტურნირი ჩავატარე. ეს ეტაპი დასრულებულია“, – აღნიშნა 35 წლის მაჰრეზმა.
რიად მაჰრეზმა ალჟირის ნაკრების მაისურით 119 შეხვედრაში ითამაშა, მის აქტივში კი 40 გატანილი გოლი და 45 შედეგიანი გადაცემაა. 2019 წელს ის აფრიკის თასის გამარჯვებული გახდა.