რიად მაჰრეზი - წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება სავსებით რეალურია
რიად მაჰრეზი - წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება სავსებით რეალურია

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი რიად მაჰრეზი ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის შანსებს აფასებს. მისი თქმით, წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასის მოგება სავსებით რეალურია.

„ვფიქრობ, დრო მოვიდა, ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. ჩვენ შესანიშნავი გუნდი და მთავარი მწვრთნელი გვყავს. არ ვიცი, ვართ თუ არა საუკეთესოები, მაგრამ საკმარისად კარგები ვართ, რომ მოვიგოთ – ეს ნამდვილად ვიცი. ჩემპიონთა ლიგა რთული ტურნირია, მისი მოგება ყველას უნდა და ამიტომ საკმაოდ მძიმე ბრძოლა იქნება“, – მოჰყავს მაჰრეზის სიტყვები „გოლს“.

ალჟირელი რიად მაჰრეზი „მანჩესტერ სიტიში“ 2018 წელს „ლესტერიდან“ გადავიდა და ტრანსფერის ოდენობამ მაშინ 67.5 მილიონი ევრო შეადგინა.