რეზი დავითაძემ ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 1TVSPORT
რეზი დავითაძემ ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 1TVSPORT

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გამარჯვებულები 89 კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

საქართველოს ნაკრების წევრმა რეზი დავითაძემ ატაცში ჯერ 167, შემდეგ კი 171 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში 198 კგ. დააფიქსირა და აქაც მე-4 საფეხურზე გავიდა.

რეზი დავითაძე ორჭიდის ჯამში დაძლეული 369 კგ-ით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ხვალ გამარჯვებულები 96 კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან და საქართველოს ნაკრების ღირსებას ირაკლი გობეჯიშვილი დაიცავს.

შეჯიბრი 22 საათზე დაიწყება, 22 საათიდან პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.