რეზი არველაძე არასრულწლოვან პრობაციონერებს შეხვდა
რეზი არველაძე არასრულწლოვან პრობაციონერებს შეხვდა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 8 ივნისს, ძმები არველაძეების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი რეზი არველაძე არასრულწლოვან პრობაციონერებს შეხვდა.

მთავარი აქცენტი პირობითი მსჯავრის მქონე მოზარდების სოციალურ გარემოში ინტეგრაციაზე გაკეთდა. შეხვედრას პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი ირაკლი გელოვანი და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ზვიად ჭილაია ესწრებოდნენ.

არველაძეების ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მოზარდების სპორტულ აქტივობებში ჩართვისა და განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. პრობაციონერებიდან ერთ-ერთი ყოფილი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელსაც საჩუქრად დავორ შუკერის მაისური გადაეცა. შეხვედრის დასრულებამდე, პირობითი მსჯავრის მქონე მოზარდებმა, საჩუქრად შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნებიც მიიღეს.