რევაზ ინჯგიას რუსულ კლუბში აკვირდებიან
რევაზ ინჯგიას რუსულ კლუბში აკვირდებიან

რევაზ ინჯგია თურქეთშია და რუსეთის პრემიერლიგის სამარას „კრილია სოვეტოვში“ ვარჯიშობს – ინფორმაცია ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების 18 წლის თავდამსხმელი თბილისის „ლოკომოტივის” ფეხბურთელია – სინჯებზე მიწვევამდე, რუსული კლუბი თბილისელთა თანხმობით გაემგზავრა.

ინჯგია „კრილია სოვეტოვთან” ერთად შეკრების დაწყების დღიდან, 15 იანვრიდან ვარჯიშობს. ამ შეკრების შემდეგ გაირკვევა, დარჩება თუ არა სამარის კლუბში ქართველი თავდამსხმელი. მანამდე ინჯგიას „კრილია სოვეტოვი” საკონტროლო შეხვედრებში გამოცდის.