რევაზ ძოძუაშვილი - საუკეთესოების სიმბოლური რომ შევადგინოთ, საქართველოს საამაყო გუნდი ეყოლება #1TVSPORT
რევაზ ძოძუაშვილი - საუკეთესოების სიმბოლური რომ შევადგინოთ, საქართველოს საამაყო გუნდი ეყოლება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვეტერანი ფეხბურთელები იყვნენ სტუმრად – რევაზ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავა. მათ ლეგენდარული მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი გაიხსენეს.

მურთაზ ხურცილავა: „მსოფლიოში ბევრ ფეხბურთელთან მითამაშია, მაგრამ საქართველოს რომ ჰყავდა უმაღლესი დონის ფეხბურთელები, არც ერთი იმდენი მაღალი დონის ფეხბურთელები არ ჰყოლიათ. მესხისნაირი მსგავსი მარცხენა გარემარბიც არ მახსენდება. მე რომ მივედი, მიშა უკვე თამაშობდა. სლავა იყო მარჯვნიდან, მერე შუაში შეიყვანეს და მარჯვნივ ილო დათუნაშვილი გადაიყვანეს. სლავა რომ ჩამოვიდა, იყო ის დეტალი, რაც საჩემპიონოდ გვაკლდა“.

ვლადიმერ გუცაევი: „ისე მეტრეველი იყო „დინამოში“, რატომღაც არ მოეწონათ და მცირე ხნით იყო ყაზანის „რუბინში“, მერე კი მოსკოვის „ტორპედოში“ შენიშნეს“.

რევაზ ძოძუაშვილი: „მესხს უფრო ახსენებდნენ, ვიდრე მეტრეველს. მაგრამ გულშემატკივრები ორივეს ჰყავდა, ორივეს საკუთარი ხელწერა ჰქონდა. სლავას ვარსკვლავობა უფრო ნაკრებში გამოჩნდა, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეორე ტაიმში აგებდნენ. მეკარემ მოიგერია ბურთი და ანგარიში გაათანაბრა. მეკარეს მიეპარა, მას სისწრაფე და ეს „პარტიზანული“ მიპარება ახასიათებდა. „პარკ დე ფრენსზე“ ვარსკვლავობა აჩვენა და მერე ყველამ აღიარა. საუკეთესო ფეხბურთელების სიმბოლური რომ შევადგინოთ, საქართველოს საამაყო გუნდი ეყოლება“.

მურთაზ ხურცილავა: „სანაკრებო კარიერაში უფრო გაუმართლა მეტრეველს? ვერ ვიტყვი. მოსკოვის „ლუჟნიკზე“ 105 ათასი კაცი წამოდგა და ყვიროდა „მიშა! მიშა!“. ასეთი ბრაზილიაში გარინჩას თამაშზე თუ მომხდარა“.