რევაზ არველაძემ ძოძუაშვილის ამბები გაიხსენა - დასავლეთში რომ მივდიოდით, რიკოთამდე არ ვიცოდით, „დინამოს“ ძირითადში ვინ ითამაშებდა
რევაზ არველაძემ ძოძუაშვილის ამბები გაიხსენა - დასავლეთში რომ მივდიოდით, რიკოთამდე არ ვიცოდით, „დინამოს“ ძირითადში ვინ ითამაშებდა

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტშითანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა 90-იანი წლების თბილისის „დინამო“ გაიხსენა, სადაც მთავარ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს მოთამაშეთა ძალიან კარგი არჩევანი ჰქონდა და შემადგენლობის შერჩევა უჭირდა.

„საქართველოს ჩემპიონატი რომ დაიწყო, რეზო ძოძუაშვილს „მხეცები“ ჰყავდა. შემადგენლობას წინასწარ არ აცხადებდა, ვინც ძირითადში ვერ მოხვდებოდა, წყინდათ. ბაზაზე შეკრიბავდა ბიჭებს და ამბობდა, შელია, შოთა არველაძე და გიო ქინქლაძე ნაღდად თამაშობენ, დანარჩენებს თამაშამდე გეტყვითო“, – გაიხსენა ვლადიმერ გუცაევმა.

ამასთან დაკავშირებით გადაცემის სტუმარმა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ სახალისო ისტორია მოჰყვა: „დასავლეთში რომ მივდიოდით, რიკოთზე ნაზუქები რომ იყიდება, მარჯვენა მხარეს ტყე რომ არის, იქამდე არ ვიცოდით, ძირითადში ვინ იყო. იქიდან უკან ხომ არ წამოხვიდოდი? იქ გირჩებს აიღებდა და ასე გვიხსნიდა, ვინ სად ითამაშებდა. რეზო ძოძუაშვილი გენიალური კაცია, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული. 24 საათი ბაზაზე იყო და შეეძლო, სახლში არ წასულიყო“.

ვლადიმერ გუცაევი: „მე იმ პერიოდში მიმიყვანეს „დინამოში“, რეზოს ოთახში მოვხდი და მახსოვს, ძოძუაშვილი ჩრდილოეთ ირლანდიასთან და ბესტთან შეხვედრისთვის როგორ ემზადებოდა. ნახევარი წლით ადრე მხოლოდ ეძინა და ვარჯიშობდა. ღვინოს ისედაც არ ეკარებოდა, წყალსაც არ სვამდა, არსად დადიოდა“.