Reuters - „თალიბანმა“ ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ განაცხადა
Reuters - „თალიბანმა“ ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ განაცხადა

რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ განაცხადა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, თალიბები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება აშშ-ის აგრესიულ პოლიტიკას, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მებრძოლების დაბლოკვას ისახავს მიზნად.

„თალიბანის“ წევრების განცხადებით, ომის დასასრულებლად აშშ-ს სერიოზული და ჭეშმარიტი განზრახვა არ აქვს. ახალი სამხედრო ოპერაცია კონცენტრირებულია ავღანეთში მყოფი აშშ-ის სამხედრო კონტინგენტისთვის და ჯაშუშებისთვის ზიანის მიყენებაზე.

2018 წლის ოქტომბერში ავღანეთში პარლამენტისა და რეგიონული საბჭოების არჩევნებია დაგეგმილი.