Reuters/Ipsos-ის ახალი კვლევის თანახმად, დონალდ ტრამპის საქმიანობა ამერიკელთა მხოლოდ 33 პროცენტს მოსწონს, რაც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

23:58, 17.08.2026

Reuters/Ipsos-ის ახალი კვლევის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმიანობა ამერიკელთა მხოლოდ 33 პროცენტს მოსწონს, 64 პროცენტი კი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. ეს ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი რეიტინგია.

წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში ჩატარდა, ტრამპის მხარდაჭერა 35 პროცენტიდან 33 პროცენტამდე შემცირდა. ამ მაჩვენებლით მისი რეიტინგი 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ ნიშნულსაც გაუთანაბრდა.

ამასთან, გამოკითხულთა 80 პროცენტი ფიქრობს, რომ აშშ-ის მონაწილეობა ირანთან ომში „ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება“. ასეთი მოსაზრება აქვს დემოკრატების – 87 და რესპუბლიკელების 71 პროცენტს. რამდენიმე კვირაში კონფლიქტის დასრულებას გამოკითხულთა მხოლოდ 16 პროცენტი ელოდება.

Reuters/Ipsos-ის კვლევა ონლაინ ჩატარდა და მასში ქვეყნის მასშტაბით 1 166 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილების ზღვარი სამ პროცენტს შეადგენს.

მსგავსი