Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის განცხადების შემდეგ, სირიის დედაქალაქში აფეთქებები მოხდა
161025-N-FP878-227 MEDITERRANEAN SEA (Oct. 25, 2016) A French Rafale figher jet conducts a fly over of USS Ross (DDG 71) as the French aircraft carrier FS Charles de Gaulle (R 91) conducts flight operations Oct. 25, 2016. Ross, an Arleigh Burke-class guided-missile destroyer, forward-deployed to Rota, Spain, is providing multi-warfare defense support to Charles de Gaulle carrier-based operations in the Eastern Mediterranean against identified ISIL positions in support of Operation Inherent Resolve. (U.S. Navy photo by Petty Officer 1st Class Theron J. Godbold/Released)
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, სირიის დედაქალაქ დამასკოში აფეთქებები მოხდა, – ამის შესახებ Reuters-ი თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება. თვითმხილველის ცნობით, სულ მცირე, ექვსი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, ქალაქში კვამლია.
კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა ტერიტორიაზე, სადაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია განთავსებული.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღით სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.
„აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს მივეცი ბრძანება, წერტილოვანი დარტყმები განახორციელონ სამიზნეებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სირიის დიქტატორ ბაშარ ასადის ქიმიურ იარაღთან“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპერაციაში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც ერთვებიან.