„რესპუბლიკელი“ სენატორი ლინდსი გრემი - პრეზიდენტმა ტრამპმა მედგრად უნდა იბრძოლოს
„რესპუბლიკელი“ სენატორი ლინდსი გრემი - პრეზიდენტმა ტრამპმა მედგრად უნდა იბრძოლოს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მედგრად უნდა იბრძოლოს. ამის შესახებ გრემმა „ბიბისითან“ ინტერვიუში განაცხადა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა მედგრად უნდა იბრძოლოს, რადგან ხდება შემდეგი – როდესაც დემოკრატი სთეისი აბრამსი აპროტესტებს და ეწინააღმდეგება ჯორჯიაში არჩევნების შედეგებს, მაშინ ლიბერალური მედია მას დემოკრატიის დაცვისთვის აქებს, ხოლო როდესაც იმავეს აკეთებს „რესპუბლიკელი“, მას დემოკრატიის შელახვაში სდებენ ბრალს. დემოკრატია ეყრდნობა სამართლიან არჩევნებს. პრეზიდენტ ტრამპის გუნდს ექნება შანსი, გაასაჩივროს სავარაუდო დარღვევები. მე პრეზიდენტის გვერდით ვარ“, – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.

ამ ეტაპზე აშშ-ის საპრეზიდნეტო არჩევნების შედეგები კვლავ უცნობი რჩება. ამჟამად ლიდერობა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი, თუმცა დონალდ ტრამპი გამარჯვების შანსს ინარჩუნებს.

ხმების დათვალ რამდენიმე შტატში გრძელდება. ამასთან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი და მისი ადვოკატები სხვადასხვა შტატში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ იუწყებიან და სასამართლოში ასაჩივრებენ შედეგებს.