„რესპუბლიკელების“ ლიდერი სენატში - ტრამპი პოლიტიკურად და მორალურად პასუხისმგებელია კაპიტოლიუმზე თავდასხმაზე
„რესპუბლიკელების“ ლიდერი სენატში - ტრამპი პოლიტიკურად და მორალურად პასუხისმგებელია კაპიტოლიუმზე თავდასხმაზე

ტრამპი პოლიტიკურად და მორალურად პასუხისმგებელია კაპიტოლიუმზე თავდასხმაზე, – ეს განცხადება „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, მიტჩ მაკკონელიმ სენატში გამართული კენჭისყრის შემდეგ გააკეთა, რომელზეც სენატორების ორმა მესამედმა არ დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს და ის უდანაშაულოდ გამოაცხადა.

მაკკონელის თქმით, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა იყო „სირცხვილი“.

„უდავოა, რომ პრეზიდენტი ტრამპი პრაქტიკულად და მორალურად არის პასუხისმგებელი 6 იანვარს განვითარებული მოვლენების პროვოცირებაზე. ამაზე კითხვები არ არსებობს. ის ხალხი, ვინც შტურმით შეიჭრა კაპიტოლიუმში, ფიქრობდა, რომ პრეზიდენტის სურვილითა და მითითებით მოქმედებდა“, – განაცხადა „რესპუბლიკელების“ ლიდერმა.

ამასთან, მაკკონელის თქმით, მან ვერ დაუჭირა მხარი ტრამპის იმპიჩმენტს. ის მიიჩნევს, რომ ეს „კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, რადგან ტრამპი პრეზიდენტი აღარ არის.

მაკკონელის განმარტებით, დღეს თუ ტრამპის იმპიჩმენტი შედგებოდა, ეს შექმნიდა საშიშ პრეცედენტს, რითაც სენატს ექნებოდა უფლებამოსილება, ბრალი წარუდგინოს კერძო პირებს, პოლიტიკურ მეტოქეებს და აუკრძალოს მათ მომავალში თანამდებობის დაკავება.