რეშფორდმა შესაძლოა, სამი თვე გამოტოვოს
რეშფორდმა შესაძლოა, სამი თვე გამოტოვოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რეშფორდი შესაძლოა, სამი თვით გამოაკლდეს თავის გუნდს, – წერს გაზეთი „თაიმსი“.

ფორვარდმა გასულ კვირას „ვულვერჰემპტონთან“ სათამაშო მატჩში ზურგის ტრავმა მიიღო, რის გამოც დიდი ხანი გაუცდება. ის შეხვედრა „იუნაიტედმა“ ანგარიშით 1:0 მოიგო.

რეშფორდი მიმდინარე სეზონზე „მანჩესტერის“ ლიდერია – 14 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

გასულ უქმეებზე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რეშფორდის გარეშე პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩი „ლივერპულთან“ წააგო (0:1).