რეშფორდისთვის ბრძოლაში „ბარსელონა“ და „მილანი“ ლიდერობენ #1TVSPORT
რეშფორდისთვის ბრძოლაში „ბარსელონა“ და „მილანი“ ლიდერობენ #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა ჯერ ვერ მიიღო გადაწყვეტილება თავის მომავალ კლუბთან დაკავშირებით.

იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, ინგლისელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში „მილანი“ და „ბარსელონა“ აქტიურობენ, თუმცა არც ერთ კლუბს არ აქვს შეთანხმება „მანჩესტერ იუნაიტედთან“. აღნიშნავენ, რომ „ბარსელონა“ ჯერ ვერ გადადის საბოლოო მოლაპარაკებებზე, რადგან არ გაურკვევია თავისი ფორვარდის ანსუ ფატის მომავალი.

გარდა ამისა, რეშფორდის მიმართ ინტერესს გამოთქვამენ „იუვენტუსი“, „დორტმუნდი“ და პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი.

როგორც კიდევ ერთი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, „მილანი“ უახლოეს დროში ელოდება პასუხს რეშფორდისგან, რადგან ფორვარდის არჩევანზე იქნება დამოკიდებული მილანელთა მომავალი მოლაპარაკებები „მანჩესტერ სიტის“ მცველთან კაილ უოკერთან. არაევროკავშირის ქვეყნებიდან ფეხბურთელთა რაოდენობის წესის გამო, „მილანს“ ამ ორი ინგლისელი ფეხბურთელიდან მხოლოდ ერთის შეძენა შეუძლია.