რეშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT
რეშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT

მარკუს რეშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის თავდამსხმელი ერიკ ტენ ჰაგთან თანამშრომლობით კმაყოფილია, მანჩესტერულ გუნდში თავს კარგად გრძნობს და კლუბის შეცვლას არ აპირებს.

მხარეებმა, ფაქტობრივად, ყველა საკითხი შეათანხმეს და ხელშეკრულება ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

2022/2023 წლების სეზონში მარკუს რეშფორდმა 30 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.