რეშფორდი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში მოედანს აუცილებლად დაუბრუნდება
რეშფორდი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში მოედანს აუცილებლად დაუბრუნდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რეშფორდი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში აუცილებლად დაბრუნდება მოედანზე. ინგლისის ნაკრების 22 წლის შემტევს, რომელსაც მიმდინარე სეზონში 19 გოლი აქვს გატანილი, ასოციაციის თასის მესამე რაუნდის მატჩში „ვულვზის“ წინააღმდეგ ზურგის ტრავმა გაუმიზეზდა და, ზოგიერთი წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი თვის გაცდენა მოუწევს.

მიუხედავად ამისა, რეშფორდმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა: „თვალის დახამხამებაში დავბრუნდები, უფრო მზადყოფნაში, ვიდრე ოდესმე“.

„იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ იმდენ დროს მისცემს რეშფორდს გამოჯანმრთელებისთვის, რამდენიც მას დასჭირდება.

ფეხბურთელის მკურნალობისთვის სჭირო ზუსტი პერიოდი გუნდს ოფიციალურად არ დაუსახელებია.