Repubblica - „ნაპოლის“ გასახდელში დაძაბული ატმოსფეროა, „სკუდეტოსთვის“ მადლიერების პერიოდი დასრულდა #1TVSPORT
Repubblica - „ნაპოლის“ გასახდელში დაძაბული ატმოსფეროა, „სკუდეტოსთვის“ მადლიერების პერიოდი დასრულდა #1TVSPORT

„ფროსინონესთან“ იტალიის თასზე, საშინაო არენაზე მტკივნეული მარცხის (0:4) შემდეგ, „ნაპოლის“ დიდი გამოცდა ელოდება, რადგან გუნდს წარუმატებლობას აღარ აპატიებენ და დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ იტალიური გამოცემა Repubblica წერს და დეტალებს ავრცელებს.

„რა მოხდა ლურჯ გასახდელში? ახლა გუნდი დიდი განსაცდელის წინაშეა და „ნაპოლის“ გულშემატკივრების რისხვის თავიდან აცილების მხოლოდ ერთი გზა აქვს: „რომას“ წინააღმდეგ რთულ გასვლით მატჩში, რომელიც 23 დეკემბერს (23:45) „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართება, გუნდმა უნდა აჩვენოს, რომ რთულ ვითარებაში გამოსავალს პოულობს. სხვაგვარად, შემდგომ შეცდომებს გუნდის ლიდერებსაც აღარ აპატიებენ.

მაზარი „ნაპოლის“ კრიზისში ჩაეფლო, მაგრამ ყველაფერს პრობლემების მოსაგვარებლად. ფეხბურთელებს სამშაბათს, ღამით „სტადიო მარადონაზე“ მარცხის შემდეგ ტიფოზებმა ობსტრუქცია მოუწყვეს. ეს იმის ნიშანი იყო, რომ წინა სეზონში მოპოვებული „სკუდეტოსთვის“ მადლიერების პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა.

ამის შესახებ ტოსკანელმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ ფეხბურთელებთან გასახდელში მკაფიოდ ისაუბრა, „ფროსინონესთან“ დაშვებული კატასტროფული შეცდომები გააანალიზა და ყველას უბრძანა, სასწრაფო რეაგირება „რომასთან“ ჩემპიონატის მატჩზე მოეხდინათ. ბოლო დღეებში კარგი ამბავი მხოლოდ ისაა, რომ ანგისა და ზელინსკი მოედანს უბრუნდებიან“, – ამტკიცებს გაზეთი.