რეპეტიცია საბერძნეთთან მატჩისთვის - საქართველოს ნაკრებმა ბათუმის არენაზე ივარჯიშა #1TVSPORT
რეპეტიცია საბერძნეთთან მატჩისთვის - საქართველოს ნაკრებმა ბათუმის არენაზე ივარჯიშა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ ბათუმში ჩავიდა, სადაც საბერძნეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს.

საბერძნეთთან შეხვედრას წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო, გურამ კაშია და გოგა ჩაბრაძე გამოტოვებენ, მაგრამ შემდეგ მატჩში კოსოვოსთან თამაშის უფლება ექნებათ.

საქართველოს ნაკრებმა ბათუმი არენაზე შეხვედრამდე ღია ვარჯიში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი საბერძნეთთან მატჩისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 9 ოქტომბერს ბათუმი არენაზე შედგება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი