რენა ადლერმა კარიერა დაასრულა
რენა ადლერმა კარიერა დაასრულა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარე რენე ადლერმა მრავალრიცხოვანი ტრავმების გამო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

34 წლის ადლერი ბოლოს მოედანზე 2018 წლის 29 აპრილს იყო, როცა ბუნდესლიგის მატჩში მაინცი და ლაიპციგი ხვდებოდნენ ერთმანეთს. იმ შეხვედრაში ადლერმა მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო.

„საკუთარ თავში დამაჯერებლობის გრძნობა გაქრა და გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ამიტომაც ვჩერდები. დარწმუნებული ვარ, ტრავმებმა ძალიან იმოქმედეს – პირველი ნიშანი იყო ნეკნის მოტეხილობა 2010 წლის გაზაფხულზე“, – განაცხადა ადლერმა გამოცემა შტერნთან (stern.de) კომენტარში.

2008 წელს, ადლერი ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. გერმანიის ნაკრებში ის ევრო 2008-ის ფინალისტი იყო.