რემზი „ინტერში“ გადასვლას დათანხმდა
რემზი „ინტერში“ გადასვლას დათანხმდა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემზი მილანის „ინტერში“ გადავა. როგორც „ლა რეპუბლიკა“ (La Repubblica) ამტკიცებს, 27 წლის უელსელის აგენტი იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და შეთანხმებასაც მიაღწია.

კერძოდ, რემზი 2019 წლის პირველ ივლისს გახდება „ინტერის“ ფეხბურთელი და მისი წლიური ხელფასი ახალ კლუბში 7 მილიონი ევრო იქნება. ფეხბურთელზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ „ლივერპული“, „ბაიერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

წლევანდელ სეზონში რემზიმ 21 მატჩი ჩაატარა „არსენალში“, გაიტანა ორი გოლი და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.