„რელევოს“ ინფორმაციით, სეზონის ბოლოს კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალს“ დატოვებს #1TVSPORT
„რელევოს“ ინფორმაციით, სეზონის ბოლოს კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალს“ დატოვებს #1TVSPORT

მიუხედავად იმისა, რა შედეგით დაასრულებს მადრიდის „რეალი“ 2024/25 წლის სეზონს, კარლო ანჩელოტი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, – ინფორმაციას „რელევო“ ავრცელებს.

ანჩელოტის გაწვრთნილი „სამეფო კლუბი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად „არსენალთან“ 0:3 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის დაბალი შანსი აქვს.

„რელევოს“ ინფორმაციით, კლუბი კარლო ანჩელოტის შემცვლელად ხაბი ალონსოს მოიაზრებს, რომელიც ამჟამად „ლევერკუზენს“ ავარჯიშებს.

იტალიელმა სპეციალისტმა მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოაგებინა. მან პირველად ეს 2014 წელს გააკეთა, შემდეგ კი 2022 და 2024 წლებში.