„რელევოს“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ კარლო ანჩელოტის გათავისუფლებას განიხილავს #1TVSPORT
ესპანური გამოცემის, „რელევოს“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გათავისუფლებას განიხილავს.
ესპანური კლუბი იტალიელ სპეციალისტს იმ შემთხვევაში დაემშვიდობება, თუ ანჩელოტი გუნდს ჩემპიონთა ლიგას ან ლა ლიგას ვერ მოაგებინებს.
წყაროს ცნობით, კლუბი 65 წლის ანჩელოტის შემცვლელად მხოლოდ ხაბი ალონსოს განიხილავს, რომელიც ამჟამად „ლევერკუზენს“ წვრთნის.
ამ მომენტისთვის მადრიდის „რეალი“ ლა ლიგაში 51 ქულით პირველ ადგილს „ბარსელონასთან“ იყოფს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ინში ასპარეზობს, სადაც „მანჩესტერ სიტის“ პირველი მატჩი სტუმრად 3:2 მოუგო.
კარლო ანჩელტი ჩემპიონთა ლიგის 15-გზის გამარჯვებულს პირველად 2013-2015 წლებში წვრთნიდა, ხოლო მეორედ გუნდი 2021 წელს ჩაიბარა. იტალიელმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი „რეალთან“ ერთად სამჯერ მოიგო, ხოლო ორჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა.