„რელევოს“ ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს #1TVSPORT
„რელევოს“ ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის კარიერაში ახალი გამოწვევა ელოდება — ის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. ცნობილმა გამოცემა „რელევომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიელ სპეციალისტთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.

წყაროს ცნობით, ახლა მხოლოდ ერთი დეტალი დარჩა დასაზუსტებელი, ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს, თუ გარიგება დაუყოვნებლივ შედგება. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ანჩელოტისთან ერთად მადრიდის „რეალი“ კოპა დელ რეის ფინალში „ბარსელონასთან“ დამარცხდა და მიმდინარე სეზონში მორიგი ტიტულის მოგების შანსი დაკარგა. „სამეფო კლუბი“ ბრძოლას მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებისთვის აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 65 წლის იტალიელმა სპეციალისტმა მადრიდის „რეალი“ მეორედ 2021 წელს ჩაიბარა და ამ პერიოდის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. პირველად ის ესპანურ გუნდს 2013-2015 წლებში წვრთნიდა და მთავარი საკლუბო ტურნირის გამარჯვებული მაშინაც გახდა, 2014 წელს.